|
2022-07-04 12:08:41, 1085 ნახვა
პოლიტიკა
„დარწმუნებული ვართ, წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს არავინ მოგვანიჭებს “ - დეპუტატების მორიგი ანტიდასავრული განცხადება
დარწმუნებული ვართ, დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე თქმით, ოპოზიციის პირველივე რეაქციებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესრულებისას რაც არ უნდა გააკეთოს, ძალისხმევას მაინც არავინ დაუფასებს.
"როგორც მოგეხსენებათ, პარასკევს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა კონკრეტული გეგმა ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ. გეგმაში დეტალურად არის ასახული რეფორმების განსახორციელებლად გადასადგმელი თითოეული ნაბიჯი, პასუხისმგებელი სუბიექტებისა და განხორციელების ვადების მითითებით. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილმა გეგმამ საბაბიც კი არ დატოვა იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება კანდიდატობის თემას გულგრილად ეკიდება და მიზნის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, მოხდა ზუსტად ის, რასაც ველოდით: გეგმის წარდგენის პირველივე წუთებიდან, ოპოზიციისგან და მასთან დაკავშირებული ენჯეოებისგან გვესმის არგუმენტებისგან სრულად დაცლილი საუბრები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული გეგმა მათთვის მიუღებელია და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კანდიდატის თემა მათთვის საინტერესო საერთოდ არაა, უფრო სწორად, მხოლოდ იმ კუთხითაა საინტერესო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიენიჭოს. სწორად ამაში ხედავენ ისინი საკუთარ ერთადერთ შანსს, ქვეყანა, მათივე ტერმინით რომ ვთქვათ, „წალეკონ", ანუ არეულობასა და ომში გახვიონ. გარდა ამისა, წარდგენილ გეგმაზე რადიკალური ოპოზიციის პირველივე რეაქციებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესრულებისას რაც არ უნდა გააკეთოს, როგორი ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცვლილებებიც არ უნდა განახორციელოს, ამ ძალისხმევას მას მაინც არავინ დაუფასებს და ჩაუთვლის. პირიქით, თითოეული პუნქტი გამოყენებული იქნება როგორც მორიგი საბაბი ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის მიერ დადგენილი თითოეული პუნქტი, რადიკალური ოპოზიციის პერსპექტივიდან, რევოლუციური გეგმის 1/12 ნაწილად უნდა განვიხილოთ. ნაციონალური მოძრაობა და მისი შიდა და გარე პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან, გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ. მიუხედავად ჩვენი საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის წარდგენილი გეგმის შესასრულებლად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. დარწმუნებული ვართ, დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს. ხელისუფლებამ, საზოგადოების ფართო ჩართულობით, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს. დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის რესურსი არც ახლა აქვს და არც დეკემბერში ექნება. ქვეყნის არევას და ომში ჩათრევას ეს ადამიანები ვერ შეძლებენ. დარწმუნებული ვართ, ამაში თავის წვლილს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯიც შეიტანს",- წერია საერთო განცხადებაში.
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)