18:17 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 14:27:42, 1154 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე საჯარო მოხელეებს - „ქართულ ოცნებას“ თქვენი რწმენის გატეხვა უნდა, არ დაემორჩილოთ

„ქართულ ოცნებას“ თქვენი რწმენის გატეხვა უნდა, არ დაემორჩილოთ. - განაცხადა ვაშაძემ და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს მიმართა.

მისივე თქით, ტოტალური ზეწოლა მიმდინარეობს იმისათვის, რომ დღეს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას არ შეუერთდნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე. მაგრამ, დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს ტოტალური თავდასხმა და შეტევა საჯარო მოხელეებზე, მათი დაშინება, ძალადობა. მივმართავ საჯარო მოხელეებს, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისი ძალისაც ყველაზე მეტად ეშინია "ქართულ ოცნებას" და უნდათ, რომ თქვენ გაგტეხონ, მაგრამ მე გაძლევთ ერთ პირდაპირ გარანტიას, რომ ჩვენ თქვენ გვერდით დავდგებით". - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან. "შინ ევროპისკენ" საერთო სახალხო შეკრებამდე რამდენიმე საათი რჩება. დღეს  პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - აქციის მონაწილეების ნაწილი გეგმავს, რომ არ დაიშალოს და პარლამენტის წინ ღამე გაათენოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics