|
2022-07-02 18:56:32, 1313 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - როცა მოწვეულთა შორის ვერბალური და ფიზიკური ძალადობით ცნობილი, ვახტანგ წერეთელია, პროვოკაცია არ უნდა იყოს
მოვისმინეთ ვახტანგ წერეთლის მიერ მოყოლილი ისტორია, რომელსაც მისივე თანამშრომლები არ იჯერებენ. ჩვენ ვხედავთ ისტორიას და ის, რომ ამას წინ არაფერი უძღოდა, არის ტყუილი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის საელჩოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ფაქტობრივად, ორი დღეა, მიდის ზიზღის კამპანია და არავინ დაინტერესებულა, რა იყო რეალური ისტორია და ეს არის აშკარა ტყუილი, რასაც ვახტანგ წერეთელი ჰყვება. „არ ვაპირებ მსაჯულის როლის შესრულებას, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ჩვენ მოვისმინეთ ანრი ოხანაშვილის განმარტებები და მე როგორც ვაკვირდები, თავად „ტვ პირველის“ წარმომადგენლებსაც ეჭვი არ ეპარებათ ამ განმარტებებთან დაკავშირებით. ამავე დროს მოვისმინეთ ვახტანგ წერეთლის მიერ მოყოლილი ისტორია, რომელსაც მისივე თანამშრომლები არ იჯერებენ. ჩვენ ვხედავთ ისტორიას და ის, რომ ამას წინ არაფერი უძღოდა, არის ტყუილი. მე ის მიკვირს, ორი დღეა, ფაქტობრივად, მიდის ზიზღის კამპანია და არავინ დაინტერესებულა, რა იყო რეალური ისტორია და ეს არის აშკარა ტყუილი, რასაც ვახტანგ წერეთელი ჰყვება. აქედან გამომდინარე, იქამდე, ვიდრე ვახტანგ წერეთელი არ იტყვის სიმართლეს, ვიდრე ის ორგანიზაციები, რომლებიც ასე ენთუზიაზმით იყვნენ გამოსული და აფასებდნენ სხვის ქმედებებს, ასევე ენთუზიაზმით არ შეაფასებენ მის ქმედებას, რომელზეც ანრიმ ისაუბრა, რაც იყო ამ ყველაფრის წინაპირობა, მანამდე მიჭირს რაიმე კომენტარის გაკეთება. ამავე დროს, ერთი საკითხიც არის მნიშვნელოვანი. ეს დღე იყო არა მხოლოდ აშშ-სთვის, ჩვენ ასევე 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის დღეს აღვნიშნავდით და რა თქმა უნდა, ამ მხრივ, რომ ჩრდილი მიადგა პროვოკაციით ამ დღეს, ესეც სამწუხაროა. მესმის ორგანიზატორების, მათი პასუხისმგებლობა არის, რომ მშვიდი გარემო იყოს სტუმრებისთვის. როდესაც მოწვეულთა შორის არის და რომელიც ვერბალური და ფიზიკური ძალადობით არის ცნობილი, ვახტანგ წერეთელს ვგულისხმობ, ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტში სწორედ ძალადობით შემოგვივარდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ადამიანი არის ღონისძიებაზე, მნიშვნელოვანი, წინასწარ მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები და იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევები აღარ იქნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწი, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია. ვატო წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სთხოვს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვონ მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)