|
2022-07-02 15:40:15, 2053 ნახვა
პოლიტიკა
„შინ ევროპისკენ“ - „ქართული ოცნების“ გეგმა ზედაპირულია, არ არის მიმართული შინაარსზე, რომელიც ევროკავშირთან დაახლოვებას გადაწყვეტს
ჩვენი შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა ზედაპირულია და არ არის მიმართული შინაარსზე, რომელიც არსებითად გადაწყვეტს ევროკავშირთან დაახლოვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს,- ასე ეხმაურება მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ევროკავშირის კანდიდატობის წინაპირობების 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების შესახებ „ქართული ოცნების“ გეგმას. მოძრაობის წევრების აზრით, საკითხებს. შემოთავაზებული გეგმა ორიენტირებულია მხოლოდ სამუშაო ფორმატზე, რაც პროცესის გაჭიანურებას ემსახურება და არა მოთხოვნების შესრულებას. „ვეხმიანებით პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის წინაპირობების 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ. ჩვენი შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა ზედაპირულია და არ არის მიმართული შინაარსზე, რომელიც არსებითად გადაწყვეტს ევროკავშირთან დაახლოვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს. შემოთავაზებული გეგმა ორიენტირებულია მხოლოდ სამუშაო ფორმატზე, რაც პროცესის გაჭიანურებას ემსახურება და არა მოთხოვნების შესრულებას. "ქართულ ოცნებას" შევახსენებთ, რომ საყოველთაო სახალხო მოძრაობამ, “შინ ევროპისკენ”, ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის წევრი სახელმწიფოს სტატუსის მიღებისთვის სამუშაო ფორმატის შესახებ ხედვა, ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების სახით, უკვე წარუდგინა და დათანხმებისთვის ვადა 3 ივლისამდე განუსაზღვრა. საზოგადოებას კარგად ახსოვს მმართველი პოლიტიკური გუნდის არაერთი შეუსრულებელი დაპირება რეფორმების გატარების თაობაზე, რაც ბუნებრივად იწვევს უნდობლობას დაანონსებული სამუშაო ფორმატების მიმართ. ამ უნდობლობას კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყანაში მიმდინარე ბოლო დღეების მოვლენები. კერძოდ, მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ხელახალი დანიშვნა, პროევროპული კამპანიის რეგიონული შეხვედრების აშკარად კოორდინირებული ძალადობისა და ჩაშლის მცდელობები ოცნების პარტაქტივის მიერ, მედიაზე თავდასხმები, მკაფიოდ ანტიდასავლური გზავნილების გაგრძელება. შექმნილ ვითარებაში, პროცედურული დაპირების ნაცვლად, მნიშვნელოვანია რეალური პოლიტიკური ნების ჩვენება და შინაარსობრივი გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება შინაარს: შემოთავაზებული 12 პუნქტიანი რეკომენდაციები არ წარმოადგენს სიახლეს საქართველოსთვის და არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში მიუთითებდნენ იმ პრობლემებზე, რაზეც ევროკავშირის კომისიის რეკომენდაციებშია საუბარი. გარდა კრიტიკისა, სამოქალაქო სექტორი აქტიურად მუშაობდა ამ საკითხების ანალიზსა და პრობლემების გადაწყვეტის გზებზე. Სამოქალაქო ორგანიზაციები მზად არიან, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგინონ კონკრეტული გეგმა კანონპროექტებისა და ჩამოყალიბებული ხედვის სახით, რომლის შემუშავებაშიც ჩართულია ფართო საზოგადოებრივი სპექტრი სხვადასხვა გამოცდილებითა და ექსპერტული ცოდნით. ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ ხედვაში არის ბევრი საკითხი, რომელიც არ საჭიროებს სამუშაო ჯგუფებში განხილვას, არამედ მოითხოვს პოლიტიკურ ნებას და პასუხისმგებლობას, დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციას, რომ ეს ნაბიჯები გახდეს ქმედითი და არ დარჩეს ფასადურ შემოთავაზებად", - აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)