18:17 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-02 14:16:32, 1144 ნახვა

პოლიტიკა
ძალადობრივმა და პუტინისტურმა ჯგუფებმა რუსთაველზე ნატოს და ევროკავშირის დროშები დახიეს

ძალადობრივი პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის შოთა მარტინენკოს მოწოდების შემდეგ, ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა, ევროკავშირის და ნატოს დროშები დემონსტრაციულად დახიეს.
პრორუსული და პუტინისტური "ალტინფოს" ლიდერმა მარტინენკომ პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე აქცია არის ანტიევროპული და ანტიდასავლური.
"ჩვენ არც ვმალავთ დიახ, ეს აქცია არის ანტიევროპული და ანტინატოს აქცია. ამიტომ გააკეთეთ წრე და აქვე პარლამენტის წინ დავხიოთ ევროკავშირის და ნატოს დროშები" - განაცხადა პუტინისტმა მარტინენკომ
მან ხაზი გაუსვა, რომ ალტინფო და კონსერვატული მოძრაობა კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების.
ამ განცხადების შემდეგ მოძალადეთა ჯგუფმა, ნატოს და ევროკავშირის დროშები დახიეს. 
ამასთან, მათ დახიეს ლგბტქ ცისარტყელის დროშებიც.
მიმდინარე წლის 3 იანვრიდან ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადი გახდა. ათასლარიანი, განმეორების შემთხვევაში კი - ორიათასლარიანი ჯარიმა, ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - 2022 წლის 13 იანვრიდან სწორედ ასე ისჯება ევროკავშირის, ნატოს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების შებღალვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics