19:18 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 10:33:35, 652 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ანრი ოხანაშვილის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უკიდურეს სიბილწესა და ღირსების შეურაცხყოფას შეეძლო

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი "ტვ პირველის" დირექტორზე, ვატო წერეთელზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ ანრი ოხანაშვილის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უკიდურეს სიბილწესა და ღირსების შეურაცხყოფას შეეძლო. 

როგორც ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს, საქმე ეხება "დაგეგმილ პროვოკაციას", რომლის მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა - “კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე”.

"რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი,  კანონმორჩილი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, ეგ ყველასათვის გასაგებია - მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცყოფას, სხვა ვერსია არ არსებობს! ამასთანავე ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა - “კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე” - სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება. ვფიქრობ ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება",- წერს გია ვოლსკი. 

ცნობისთვის, "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით,  ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწი, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია.

ვატო წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სთხოვს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვონ  მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics