19:19 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 00:36:38, 1187 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გვახსოვს, როდესაც ანრის ოჯახთან ინციდენტის მერე, „ტვ პირველმა” მოძალადე დასვა ეთერში, ამით ძალადობის წახალისებას შეუწყო ხელი

ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც ანრისთან და მის ოჯახთან ინციდენტის მერე, “ტვ პირველმა” იკადრა უკადრებელი და მოძალადე დასვა ეთერში, ამით, სინამდვილეში, ძალადობის წახალისებას შეუწყო ხელი და ბინძური თამაშის წესები გაიხადა “სტანდარტად”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმ მოძალადემ აღიარა დანაშაული და ბოდიშიც მოიხადა, “ტვ პირველს” კი არც შეუმჩნევია ძალადობისა და სიცრუის ტირაჟირების ეს მანკიერი ფაქტი.

„ახლა, ამ ტელევიზიის მენეჯერი ისევ ანრისთან აწყობს აშკარად წინასწარ გამიზნულ და ამორალურ პროვოკაციას იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს იმ უზნეობის გამო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მსგავსი უღირსი ქმედებებით რაიმეს მიღწევა შეიძლება, ძალიან მწარედ ცდება და ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს უმკაცრესი შეფასება. ეს საჭიროა, რადგან ვერავინ გაბედოს, ვერც მოძალადე ადამიანების პროპაგანდა და ვერც გინებისა და შეურაცხყოფის ნორმად ქცევა“, - აცხადებს იონათამიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics