21:25 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 12:10:55, 1009 ნახვა

პოლიტიკა
მედიაკოალიცია - შსს ვალდებულია დაიცვას მედია და თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება

კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და მოუწოდებს, თავიდან აირიდოს  2021 წელს დაშვებული შეცდომები, მიიღოს ეფექტიანი ზომები და დაიცვას მედია და თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება.

როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, ვინაიდან ისინი საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ.

"2022 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისამდე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „პრაიდის კვირეული“ იგეგმება, 2021 წლის მძიმე გამოცდილების ფონზე, უმცირესობებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ გამართვაზე.

 ყველასთვის ცნობილია, რომ პრაიდის დემონსტრაციები ლგბტქ თემის პოლიტიკური ადვოკატირების იარაღი, გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, როცა თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს. თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.

ვფიქრობთ, ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები - ისევ საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ.

უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა. 2021 წლის 5 და 6 ივლისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა უმცირესობის უფლებებს, რაც შესაძლებლობას უქმნის მოძალადე ჯგუფებს გააძლიერონ და გაიმეორონ თავდასხმები როგორც აქტივისტების, ისე მედიის წარმომადგენლების მიმართ", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის კვირეული ბრუნდება. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება 28 ივნისიდან 2 ივლისამდე გაგრძელდება და რამდენიმე სახის აქტვობას გააერთიანებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics