22:28 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 21:31:10, 1984 ნახვა

პოლიტიკა
„გადადგეს ღარიბაშვილი, ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა“ - სახალხო მოძრაობა ხელისუფლებას ერთ კვირას აძლევს

თუ ხელისუფლება და ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვართ დღეს, - სახალხო მოძრაობა ხელისუფლებას ერთ კვირას აძლევს. 

როგორც „სირცხვილიას“  წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, უნდა გადადგეს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკომისიის გაწერილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს. 

"ქართველი ხალხის ნება არ ემთხვევა ოლიგარქის ნებას, ამიტომ დეოლიგარქიზაცია არის მთავარი საკითხი, რის გარეშეც ვერ მოხერხდება ვერანაირად საქართველოს ევროინტეგრცია და ეს არის საკითხი,რომელიც აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ. 

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა. ჩვენ ვაძლევთ ვადას, ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. თუ ხელისუფლება და ივანიშვილი ყურად არ ღებს ქართველი ხალხის ნებას, მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვართ დღეს და ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას , რომელიც ჯერ არ უნახავთ. მანამდე, 3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან და შევიკრიბებით თბილისში, პარლამენტის წინ და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია",- განაცხადა დიღმელაშვილმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics