22:30 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 14:53:04, 1060 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი უკრაინაში მოხალისეების გაგზავნაზე - როცა მთავრობა ერთვება სხვის ომში, სხვის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს ომის დაწყების სურვილს

ითხოვდნენ ორგანიზებულად მოხალისეების წაყვანას უკრაინაში საომრად ამაზე ნებართვა მთავრობას უნდა გაეცა, მე არ გავეცი ეს ნებართვა. არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია მსგავსი რამ. ბაიდენი და ევროპელი ლიდერები მიუწოდებენ ხალხს არ ჩაერთონ უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში. როდესაც ქვეყანა არის ოკუპირებული და შენ გინდა პროვოკაცია გაუკეთო, ომში ჩართვით. როცა მთავრობა ერთვება სხვის ომში, სხვის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს ომის დაწყების სურვილს, - ასე დაასაბუთა პრემიერ-მინოსტრმა, მთავრობის უარი უკრაინაში ჩარტერული რეისებით მოხალისეების გაგზავნის ინიციატივაზე.

მისივე თქმით, დესტრუქციულ ძალებს სურთ ქვეყნის ომში ჩართვა, რადგან მათი ერთადერთი შანსი რევილუციაა. 

 

"ერთადერთი შანსი, რაც დესტრუქციულ ძალებს ქონდათ იყო ომის პროვოცირება. სააკაშვილის მიზანი იყო რევოლუცია და  სისხლისღვრა. ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია, ამ რისკის დანახვა არის უმეცრება. ვიღაც მოდის და უნდა რომ დაამხოს მთავრობა ეს ნიშნავს ომის დაწყებას. ითხოვდნენ ორგანიზებულად მოხალისეების წაყვანას უკრაინაში საომრად ამაზე ნებართვა მთავრობას უნდა გაეცა, მე არ გავეცი ეს ნებართვა. არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია მსგავსი რამ. ბაიდენი და ევროპელი ლიდერები მიუწოდებენ ხალხას არ ჩაერთონ უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში. როდესაც ქვეყანა არის ოკუპირებული და შენ გინდა პროვოკაცია გაუკეთო, ომში ჩართვით. როცა მთავრობა ერთვება სხვის ომში, სხვის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს ომის დაწყების სურვილს.  აღარ გავაგრძელებ უხეში სირყვებით იმაზე საუბარს, რაც უკვე ვთქვი პარლამენტში. თქვენ გახსოვთ როგორ მოიქცა ხელისუფლება 2008 წელს. როგორ მიატოვა ჩვენი ჯარი, ომში იბრძვიან გმირები, რომელი პოლიტიკოსი ნახეთ ომში გარდაცვლილი, ჯარი შეეწირა გმირულად.პოლიტიკოსები კი ვნახეთ მიწაზე გართხმულები. ამიტომ მათი სურვილია ქვეყნის არევა, დესტრუქცია,"- აცხადებს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეების გაგზავნაზე უარი განაცხადა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics