|
2022-06-24 14:51:07, 987 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი EU-ს „ფარდის ახდაზე“ - მივიღეთ რაც დავიმსახურეთ, აღარ ვთვლი საჭიროდ, ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია
მე ჩემ პოზიციაზე დავრჩებოდი, უფრო მეტს ვიტყოდი, მაგრამ დღეს ვინაიდან ჩვენ მივიღეთ ის რაც მივიღეთ და ეს არის დამსახურებული, მივიღეთ რაც დავიმსახურეთ, მე აღარ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ის აღარ აპირებს ევროკავშირს „ახადოს ფარდა“. „მე მინდა ჩვენ ხალხს ავუხსნა და თქვენ აგიხსნათ შემდეგი, მე გავაკეთე განცხადება, რომელიც თქვენ ახსენეთ მას შემდეგ რაც მოვისმინეთ და ვიხილეთ ჩვენ სრულიად შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის ჩვენი ოპოზიციის აქტიური ჩართულობით, მათი პარტნიორების, ლობისტების უშუალო მონაწილეობით და უშუალო კენჭისყრაში მონაწილეობით. ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული და მე ეს შეგნებულად გავაკეთე და რომ არა ჩემი და ჩემი გუნდის პრინციპული ასე ვთქვათ დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, ვახსენებ რა ჩვენს ოპონენტებს და მათ ლობისტებს, მათ პარტნიორებს, შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა, ამის რისკები დავინახეთ ჩვენ. ვინაიდან, წარმოგიდგენიათ, ყოვლად უსამართლო, შეურაცხმყოფელი რეზოლუცია იქნა მიღებული და ჩვენ ეს ღიად ვთქვით ყოველგვარი დაფარვისა და მიკიბ მოკიბვის გარეშე, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ჩვენ არ შევეგუებით უსამართლობას და შეურაცხყოფას და ყოველთვის გვექნება ძალიან მძაფრი და სამართლიანი, პროპორციული შეფასებაც, ქმედებაც და რეაქციაც. რომ არა ჩვენი ასე ვთქვათ პრინციპულობა, ჩვენ ამ პრინციპულობას, ჩემი და ჩემი გუნდის, გარკვეული როლი ამაში მიუძღვის, ამ ჩვენმა პრინციპულმა, მტკიცე დამოკიდებულებამ, ჩვენმა დემონსტრაციამ ასე ვთქვათ, თავისი როლი შეასრულა. მე რა თქმა უნდა არ ვცვლი ჩემ პოზიციას, ჩვენ რომ არ გვეხილა ასე ვთქვათ ასეთი სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მე ჩემ პოზიციაზე დავრჩებოდი, უფრო მეტს ვიტყოდი, მაგრამ დღეს ვინაიდან ჩვენ მივიღეთ ის რაც მივიღეთ და ეს არის დამსახურებული, მივიღეთ რაც დავიმსახურეთ, მე აღარ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია“,- განაცხადა პრემირმა. შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს პრემიერმა თქვა, რომ თუ ევროკავშირის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილება უსამართლო იქნებოდა „ყველაფერს ფარდას ახდიდა". ამასთან, გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)