23:32 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 18:15:16, 755 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - ოლიგარქიული მმართველობა დგას პროკურორებზე, რომელთა პერსონალური სანქცირება მნიშვნელოვანია

დღეს ჩვენი ვალია, არ დაზარალდეს ქვეყანა და მივაწოდოთ ჩვენ პარტნიორებს ინფორმაცია,
თუ რაზე დგას ოლიგარქიული მმართველობა. - განაცხადა პარტია "დროა"-ს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, პროკურორების პერსონალურ სანქცირება აუცილებელია.

"დღეს ჩვენი ვალია, არ დაზარალდეს ქვეყანა და მივაწოდოთ ჩვენ პარტნიორებს ინფორმაცია,
თუ რაზე დგას ოლიგარქიული მმართველობა. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია
პატარა ოლიგარქების და მოსამართლეების შესახებ, დღეს კი კიდევ ერთი საყრდენის,
პროკურატურის შესახებ ვისაუბრებ, მართლმსაჯულებასა და პროკურატურას აკონტროლებს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც დღესდღეობით პროკურატურას მოქმედი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მეშვეობით მართავს". - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ ასევე ისაუბრა ჯარჯი წიკლაურზე, რომელიც მართავს გახმაურებულ საქმეებს, როგორიცაა ციანიდის, კარტოგრაფების, კაბელებისა და მიხეილ სააკაშვილის საქმეები და ასევე ყურადღება გაამახვილა გახმაურებული პოლიტიკური საქმეების მონაწილე პროკურორებზე მიხეილ სადრაძეზე, ამირან გულუაშვილზე და საგამოძიებო ჯგუფის წევრ რევაზ ბაღაშვილზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics