00:29 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 16:09:23, 610 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - უკრაინამ იომა და ამის გამო მისცეს სტატუსი, ჩვენც, რომ გვეომა მივიღებდით

უკრაინამ იომა და ამის გამო მისცეს კანდიდატის სტატუსი ჩვენც, რომ გვეომა მოგვცემდნენ. - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ყველას შეუძლია ჩავიდეს უკრაინასა და მოლდოვაში სადადც ნახავენ, რომ საქართველო აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წინ არის.

"შეგიძლიათ ჩახვიდეთ უკრაინაში და მოლდოვაში, ნახავთ, ყველა მიმართულებით რომ საქართველო არის აბსოლუტურად წინ. ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა. ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, უკრაინამ იომა და მხოლოდ ამის გამო მისცეს სტატუსი, ეს თქვა პირდაპირ მაკრონმა. მან თქვა, რომ უკრაინას არ ეკუთვნის კანდიდატობა, მაგრამ იომა და აძლევენ კანდიდატის სტატუსს. რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ რა თქმა უნდა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მე მგონია, რომ ომს სჯობდა, გვქონოდა ეგ სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა აღიარებული პერსპექტივით". - განაცხადა კობახიძემ

შეგახსენებთ, რომ ევროპული პარლამენტის აგდაწყვეტილების მიხედვით საქართველოსთვის სტატუსის გადაცემა მოხდება მაშინ, როცა მთავრობა დააკმაყოფილებს დასახულ პრიორიტეტებს

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics