|
2022-06-23 13:19:15, 900 ნახვა
პოლიტიკა
კუბილიუსი - არავინ სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს
არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ბრალდებები სრული სიცრუე,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა. კუბილიუსის თქმით, საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ კომისიისგან ნეგატიური შეფასება მიეღო. „სამწუხაროა, რომ საქართველოს ახლა ასეთი რიტორიკის მქონე პრემიერმინისტრი ჰყავს. კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რატომ გამოყვეს საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან და რატომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი - ეს იყო პოლიტიკური პოლარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი გამოვიდეს, მიიწვიოს პოლიტიკური ძალები და გადადგას ნაბიჯები განსხვავებული მიდგომის, ერთიანობის დემონსტრირებისთვის, ან ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებისთვის, ის, პირველ რიგში, ადანაშაულებს ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით. ბევრი ოპოზიციონერი ჩამოდის, ჩამოდიან „ქართული ოცნების“ წევრებიც და ყველა გვთხოვს, რომ საქართველოს კანდიდატობას მხარი დავუჭიროთ. განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ სრული სირცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ბრალდებები სრული სიცრუეა. ბოლო დროს გაკეთდა არაერთი განცხადება და გადაიდგა არაერთი ნაბიჯი, მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის დაკავება იყო. საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ კომისიისგან ნეგატიური შეფასება მიეღო. ახლა სააკაშვილზე იმის თქმა, რომ ოლიგარქია, როდესაც გავიწყდება შენი ნამდვილი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, აჩვენებს, რომ მთავრობას არ შეუძლია, სერიოზულად მიუდგეს, რა თქვეს კომისიამ და ევროპარლამენტმა, თან ცდილობენ რაღაც თამაშის თამაშს და ზოგჯერ ეს გიჟური თამაშებია, ამით ისინი სწირავენ საქართველოს მომავალს“,- განაცხადა კუბილიუსმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)