00:30 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 20:46:23, 1061 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი 5 ივლისზე - დანაშაული ყველგან ხდება, ორგანიზატორებს სურდათ დაპირისპირება და ქვეყნის დანგრევა

5 ივლისის ორგანიზატორი იყო „სირცხვილია“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მათ სურდათ ხალხის დაპირისპირება და ქვეყნის დანგრევა - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში გამოსვლისას.

მისივე თქმით, ამ ინციდენტის გამო 30-მდე ადამიანი არის დაკავებული.

" მინდა ვისაუბრო 5 ივლისის მოვლენებზე. არავის არ მოგვეწონა ის თავდასხმები, რაც განხორციელდა მედიის მიმართ. ამაზე მთავრობას ჰქონდა მკაცრი რეაქცია. 30-ზე მეტი ადამიანი არის დაკავებული, გასამართლებული. დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება. ვინ იყო ამის ორგანიზატორი კარგად ვიცით. ლგბტ ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სირცხვილია. მათ უკან დგას ნაცმოძრაობა- ეს ერთი ორგანიზმია. მათ სურდათ დაპირისპირება და ქვეყნის დანგრევა. მათი ორგანიზებული, წახალისებული იყო, ვითომ ეს „ღირსების მარში“ თუ რაღაც რომ უნდა ჩაეტარებინათ.
პირდაპირ პროვოკაცია, პირდაპირ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციაა. უნდოდათ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, არეულობა, მასობრივი შეტაკებები, პოლიციას გამოეყენებინა ძალა. ეს დაგეგმეს ამ ადამიანებმა.რაც მოხდა დილის საათებში, ამას არავითარი გამართლება არ აქვს, მაგრამ ეს მოხდა სხვა ცალკეული ინდივიდების, მოქალაქეების მხრიდან მეორე, სხვა ინდივიდების, მოქალაქეების წინააღმდეგ. რაშიც სახელმწიფო ჩაერია, დასაჯა და გაასამართლა ყველა დამნაშავე,"- აცხადებს ღარიბაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics