|
2022-06-22 18:05:08, 1244 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - ტელეკომპანია „პირველის" ოპერატორის პროფესიული ნიშნით დევნის გამო, ორ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის" ოპერატორის პროფესიული ნიშნით, ძალადობის გამოყენებით დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, „ტელეკომპანია პირველი" - ს ოპერატორი მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების, კერძოდ, პირდაპირი ეთერში რესპოდენტის ჩართვის მიზნით, ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, ოპერატორმა ადგილზე განათავსა ტელეკომპანიის კუთვნილი ვიდეოკამერა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს ხელში ეჭირა „ტელეკომპანია პირველი"-ს ლოგოს გამოსახულებიანი მიკროფონი. რა დროსაც მათთან მივიდნენ ბრალდებულები, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს „ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რაც გამოიხატა ტელეკომპანიის თანამშრომლის მისამართით სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით და გინებით. უწყების ცნობით, სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, ბრალდებულებმა მრავალჯერადი დარტყმით „ტელეკომპანია პირველის" ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბრალდებულები 21 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (დევნა, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. 'გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის გამო დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს,"- ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)