15:56 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 15:25:20, 947 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი ოფიციალურ დოკუმენტში გაჩნდა

ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი ოფიციალურ დოკუმენტში გაჩნდა,- ასე დაიწყო პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენა.

ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართელოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა -გახდეს ევროკავშირის წევრი.

„მინდა საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ჩვენ ყველანი გავხდით რამდენიმე დღის წინ. ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება 17 ივნისს, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში.  მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ეს ჩანაწერ მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ. ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის”,-განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. 

კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics