2022-06-21 22:28:57, 1149 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს - ორივე ქვეყანას აქვს საერთო წარსული, ამიტომ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს
ორივე ქვეყანას აქვს საერთო წარსული - ოკუპაციის, ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ბრიფინგზე და პოლონეთის პრეზიდენტს მიმართა.
მისივე თქმით, იმედია პოლონეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის წევრობის სტატუსს.
"იმედი გვაქვს პოლონეთის მხარდაჭერის, სოლიდარობის, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს გზას ევროპისკენ". - განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებებთ, რომ დღეს ზურაბიშვილმა პოლონეთის, ხორვატიის, ბელგიის, გერმანიის, დანიის, საფრანგეთის, ირლანდიის, შვედეთის, ნიდერლანდებისა და იტალიის ლიდერებს მიმართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,