16:07 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 19:33:04, 1172 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - 85 მილიონი მქონია, ხოდა ვუჩივლებ ივანიშვილს და წამოღებულ თანხას სანდრას საქველმოქმედო ფონდში ჩავრიცხავ

უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონის ორი ავტორიდან და თანამომხსენებლიდან უშიშროების საბჭოზე ვიყავი მე. უფრო მეტიც, მე ვიყავი კანონის უფრო მკაცრი ვერსიის მომხრე. - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილს უჩივლებს და წამოღებულ თანხას სანდრას საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხავს.

"ივანიშვილის შნირები უსინდისო იდიოტები და ქოსატყუილები არიან.

უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონის ორი ავტორიდან და თანამომხსენებლიდან უშიშროების საბჭოზე ვიყავი მე. უფრო მეტიც, მე ვიყავი კანონის უფრო მკაცრი ვერსიის მომხრე. მთელი ჩემი შეგნებული მოღვაწეობა უკრაინაში, ვებრძოდი ოლიგარქებს, ვიყავი დეოლიგარქიზაციის მოძრაობის ლიდერი.

85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე - აუცილებლად ვუჩივლებ ამ თანხაზე ბიძინა ივანიშვილს და კრედიტ სვისიდან წამოვიღებ ამ თანხას და სანდრას საქველმოქმედო ფონდს ჩავურიცხავ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics