02:14 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 15:29:57, 818 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე სამგორის გამგებლის პოსტზე - ეს მისი გამოხატვის უფლებაა, პირად სივრცეში, რასაც უნდა იმას დაწერს

სამგორის გამგებლის განცხადება მე შეიძლება არ მომეწონა, თუმცა, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის პირად სივრცეში აზრის გამოხატვის უფლება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის გამგებლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც აქციის მონაწილეებს აგინებს. 

კახა კალაძის თქმით, მიუღებელია შენიშვნები და კრიტიკა ისმოდეს იმ ადამიანებისა და ტელევიზიების მხრიდან, რომლებიც სიძულვილის ენას თავად აღვივებენ.  

„შეიძლება არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება მოეწონა. ეს მისი პირადი გვერდია და თავის პირად სივრცეში ადამიანი, რასაც უნდა იმას დაწერს. შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა, ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული. ჩვენ ეს 2012 წელს მოვახერხეთ, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა ქვეყანაში. სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია, ასევე იმ ადამიანებისგან, როდესაც ამაზე მითითებებს გაძლევს კონკრეტულად ის ადამიანები და ტელევიზიები, საიდანაც სიბინძურის ნიაღვარი - სიძულვილის ენა, ოჯახის შეურაცხყოფა, ოჯახზე თავდასხმები ყოველდღიურად მოდის. ამ ადამიანებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ესენი იყვნენ მთავარი შემოქმედი იმისა, რომ ადამიანს, ვინც ჩვენებას იძლეოდა, ამ ჩვენებას აღეჭინებდნენ და აჭმევდნენ. ასევე, ციხიდან გამოჰყავდათ ხალხი და მანქანაზე გაკოჭილს აუპატიურებდნენ, ბიზნესს აფორმებინებდნენ და ახალგაზრდებს ახოცინებდნენ  ქუჩაში. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ არც დემოკრატიულ ღირებულებებთან, არც ევროპასთან. მეც არ მომწონს, როდესაც თქვენ, ჟურნალისტები შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ სიძულვილის ენას ვებრძოლოთ და ეს ყველაფერი შევაჩეროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ "შინ ევროპისკენ" აქციაზე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ ვინც მანდ მივიდა "მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ". მოგვიანებით, გამგებელმა სტატუსი "ფეისბუკ" გვერდიდან წაშალა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics