2022-06-21 00:08:05, 2252 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მოწვევის წერილს უგზავნის ევროპული საბჭოს წევრებს 23 და 24 ივნისის შეხვედრის წინ. თუმცა, მიშელი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრობს და საქართველოს არ ახსენებს.
"'ახლა დროა, გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გთავაზობთ, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. პარალელურად, ვაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. " - განაცხადა, შარლ მიშელმა.
ევროპული არჩევნის დასადასტურებლად საქართველოს დიდ ქალაქებში დღეს აქცია სახელწოდებით "შინ ევროპაში" ჩატარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,