|
2022-06-20 13:15:18, 1245 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე კონსტიტუციაზე - ადამიანები ვინც ამას ხმა არ მისცა, ნაცმოძრაობაზე მაქვს საუბარი, მაშინაც მთავარი ოპონენტი პარტია იყო პარლამენტში
,,ჩვენი ყველას სურვილი იყო, ობიექტურად ვინც ამ ქვეყანაზე ვფიქრობდით და ვინც ობიექტურად ვართ დაინტერესებული იმით, რომ ამ ქვეყანამ ევროპული გზა რომ აირჩია საბოლოოდ ამ ყველაფერს პოზიტიური შედეგი ქონდეს და ჩვენ დაუბრუნდეთ ევროპას და გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ,,ქართული ოცნების’’ მიერ, მოხდა კონსტიტუციაში ევროპული არჩევანის ჩაწერა. ,,სხვა შორის ახლა, რომ კონსტიტუციის მუხლს მოიშველიებენ, ისე გამოდის თითქოს მათ ჩაეწეროთ და შემდეგ ვიღაც ამის არ შესრულებით იყოს დაინტერესებული. ეს მუხლი ჩვენ ჩავწერეთ 2017 წელს, ჩვენ შევიტანეთ კონსტიტუციაში. არის პირდაპირი დავალება, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მმართველობაში, რომ მათ უნდა აირჩიონ ევროპული გზა და უნდა იზრუნონ და ყველაფერი გააკეთონ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის. როდესაც, ადამიანები ვინც ამას ხმა არ მისცა, ნაცმოძრაობაზე მაქვს საუბარი მაშინაც მთავარი ოპონენტი პარტია იყო პარლამენტში, ახლა ამ კონსტიტუციის მუხლს აქეთ გვახსენებენ, სპეკულაციის და პოპულიზმის ხარისხს გავუსვამ, მხოლოდ ხაზს. ‘’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)