03:36 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-18 15:15:28, 941 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი - ევროპული პერსპექტივა, რომელიც ცალკეული სტატუსია ევროკავშირის გზაზე, გაეხსნა ტრიოს სამივე ქვეყანას

ევროპული პერსპექტივა, რომელიც ცალკეული სტატუსია ევროკავშირის გზაზე, გაეხსნა ტრიოს სამივე ქვეყანას, რაც შეეხება სტატუსს, ტრიოს სამივე ქვეყანას დაუწესდა შესაბამისი ვალდებულებები და რეკომენდაციები - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავთ მათიკაშვილმა „პალიტრანიუსია“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, წამახალისებელი ფუნქცია სწორედ იმ დამაჩქარებელი მოვლენების გამო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს დღეს ევროპაში, მიენიჭა უკრაინას, რომელიც საშინელ ომშია გახვეული და იბრძვის დღეს რუსეთს წინააღმდეგ და მოლდოვა, რომელიც ეკონომიკურად დაზარალდა, პლიუს ამას, მასთან არის ძალიან დიდი რაოდენობა უკრაინელი ლტოლვილების.

„ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაცია შედგებოდა ორი ნაწილისგან - ევროპული პერსპექტივა და სტატუსი ევროკავშირის წევრობაზე. ევროპული პერსპექტივა, რომელიც ცალკეული სტატუსია ევროკავშირის გზაზე, გაეხსნა ტრიოს სამვე ქვეყანას, რაც შეეხება სტატუსს, ტრიოს სამივე ქვეყანას დაუწესდა შესაბამისი ვალდებულებები და რეკომენდაციები და ევროკავშირის მხრიდან სავსებით ლოგიკური და ახსნადი შემდეგი ნაბიჯი - წამახალისებელი ფუნქცია სწორედ იმ დამაჩქარებელი მოვლენების გამო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს დღეს ევროპაში, მიენიჭა უკრაინას, რომელიც საშინელ ომშია გახვეული და იბრძვის დღეს რუსეთს წინააღმდეგ და მოლდოვა, რომელიც ეკონომიკურად დაზარალდა და პლიუს ამას, მასთან არის ძალიან დიდი რაოდენობა უკრაინელი ლტოლვილების.  მათ უთხრეს - დღესვე სტატუსი და ამავდროულად შეასრულე ყველა ეს ვალდებულება, საქართველოს უთხრეს - შეასრულე ვალდებულება და გექნება სტატუსი. ამ ალგორითმს გააჩნია თავისი ახსნა, რომელიც მეტნაკლებად ყველაზე უფრო კარგად გადმოგვცა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონიმ თქვა, რომ საქართველო გეოგრაფიულად და გეოპოლიტიკურად იმყოფება სხვაგან“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics