|
2022-06-17 15:22:52, 3637 ნახვა
პოლიტიკა
„დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაცია და ახალი კანონმდებლობა“ - რა შემთხვევაში მიიღებს საქართველო EU-ს კანდიდატობის სტატუსს
ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შეფასებითი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმ პირობებზე, რომელიც ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე უნდა შეასრულოს. შეფასება ეფუძნება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომლებიც დაკავშირებულია ინსტიტუტების სტაბილურობასთან, დემოკრატია, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და უმცირესობების დაცვის გარანტიებთან.
აღნიშნული ქმედებების შემდეგ, ევროკომისიის შეფასების საფუძველზე,ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიენიჭოს თუ არა აღნიშნულ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამასთან, შესაძლებელია, რომ საბჭომ ქვეყანას დაუყენოს წინაპირობები კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. შეგახსენებთ, რომ 3 მარტს საქართველომ და მოლდოვამ, ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. 2 და 10 მაისს კითხვარის პირველ და მეორე ნაწილების შევსების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დოკუმენტი ბრიუსელში გაგზავნა. გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობილი 23-24 ივნისს გახდება.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)