|
2022-06-17 10:27:41, 797 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩნდება ლეგიტიმური კითხვები ხოშტარიას მიმართ, ხომ არ აქვს მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან
ორშაბათს ელენე ხოშტარია არის ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ამავდროულად მას ერიცხება რუსეთიდან თანხები, მილიონობით რუბლი, არ არის საინტერესო, არ უნდა ჩავეძიოთ ამ ყველაფერს? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა განაცხადა. მისი თქმით, ამიტომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, რომლის მორალთან დაკავშირებით ისედაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს, ხომ არ აქვს ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან. „ძალიან საინტერესოა, ორშაბათს ელენე ხოშტარია არის ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ამავდროულად მას ერიცხება რუსეთიდან თანხები, მილიონობით რუბლი, არ არის საინტერესო, არ უნდა ჩავეძიოთ ამ ყველაფერს? წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს რუსეთიდან რომ ჩარიცხოდა მილიონობით რუბლი ამ ომის პერიოდში, მე რომ ჩამრიცხოდა რაღაც და შეიძლება მეც მყავდეს ბაბუა შემოქმედი რაღაც ჰონორარებით. წარმოიდგინეთ, რომ მე მილიონობით რუბლი მერიცხება და არაფერს ვამბობ, ამ დროს მეორე მხრივ ვამტკიცებ, რომ ყველაფერ რუსულზე მაკანკალებს. კითხვები ხომ გაგიჩნდებოდათ? ამიტომ მიჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, რომლის მორალთან დაკავშირებით ისედაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს, ხომ არ აქვს მაგალითად ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან. საინტერესოა. თქვენც ხომ ხედავთ, რომ ცალსახად ორმაგი სტანდარტია, იქ აკანკალებს ყველაფერ რუსულზე და აქეთ იღებს რუსულ ფულს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „უნდა დაინტერესდეს ალბათ ვიღაც, მაინც და მაინც გამოძიებაზე არ მაქვს საუბარი, შეიძლება ჟურნალისტური გამოძიება წარიმართოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირია ამ მილიონობით რუბლსა და 20 ივნისის აქციას შორის, რომელსაც აწყობს ელენე ხოშტარია, ან პოზნერს რომ მიუვარდა და რისკები რომ შექმნა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ესეც იმ მილიონობით რუბლთან ხომ არ იყო დაკავშირებული, 20 ივნისს რასაც აკეთებდა თავის დროზე, ესეც იმ მილიონობით რუბლთან ხომ არ იყო დაკავშირებული. ჩემი უფლება არ არის, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საგამოძიებო ორგანოებს მივმართო, იქნებ ჟურნალისტები და პოლიტიკსები დაინტერესდნენ, ჩასაძიებელი ყველა შემთხვევაშია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)