15:18 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 16:49:59, 1505 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი - უკრაინა იყო, არის და იქნება. საკითხავია, სად იქნება დმიტრი მედვედევი 2 წელიწადში?

უკრაინა იყო, არის და იქნება. საკითხავია, 2 წელიწადში, სად იქნება დმიტრი მედვედევი?,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, მედვედევის განცხადებას.

პოდოლიაკის თქმით, რუსულ იმპერიალიზმს სახე რომ ჰქონდეს, ის აუცილებლად მედვედევი იქნებოდა.

„რუსულ იმპერიალიზმს სახე რომ ჰქონდეს, ის აუცილებლად მედვედევი იქნებოდა. პატარა კაცი, უზარმაზარი კომპლექსებით, რომელიც თავის დამტკიცების ერთადერთ გზას მიმართავს და ან უკრაინის მიმართ შხამს აფრქვევს, ან მთელ მსოფლიოს ემუქრება. უკრაინა იყო, არის და იქნება. საკითხავია, 2 წელიწადში, სად იქნება დმიტრი მედვედევი?“,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა უკრაინაზე მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა.

„ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, ლენდ-ლიზის ფარგლებში, სურს ოკეანის იქით მყოფი მბრძანებლებისგან მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი გადახდის ორწლიანი გადავადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გაიყინებიან. ერთი კითხვა მაქვს: ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიო რუკაზე საერთოდ იარსებებს? თუმცა, ამერიკელებისთვის უკვე სულ ერთია - მათ იმდენი ჩადეს „ანტი-რუსეთის" პროექტში, რომ ყველაფერი დანარჩენი აღარ აინტერესებთ". - განაცხადა მედვედვემა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics