06:02 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 00:17:30, 1286 ნახვა

პოლიტიკა
მელია - რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი პრეზიდენტი გაუგებარია,- 20-ში, რუსთაველზე

"გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი პრეზიდენტი - 20-ში, რუსთაველზე - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას.

"სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს); მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხიმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე - და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?!

არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას; რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?! 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას. იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს.

გაუგებარია რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი პრეზიდენტი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება - ევროპული მომავალი! 20 ივნისს 20 საათზე რუსთაველზე" - აცხადებს ნიკა მელია.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ 16 ივნიის შეკრებაზე პოლიტიკური განცხადებებისთვის ტრიბუნა არ იქნება და ყველა მივა, როგორც რიგითი მოქალაქე. მან ევროკავშირის ელჩი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ოპოზიციია და მთავრობა მიიწვია.

"ვთხოვ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს განცხადებულ ან რეალურ მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგები და დაპირისპირება".

ზურაბიშვილმა 20 ივნისის აქციაზე საუბრისას განახადა, რომ ახლა არ არის "დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის, გახლეჩის".

მანვე აღნიშნა, რომ თუ აქცია მაინც გაიმართება, დემონსტრაციის უფლება უნდა იყოს დაცული და გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ყველა ექსცესი მისი პასუხისმგებლობაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics