|
2022-06-14 14:12:32, 1800 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ „აზოვსტალის“ კიდევ 64 დაღუპული დამცველის ცხედარი დაიბრუნა
ზაპოროჟიეს რაიონში დაღუპული სამხედროების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა. უკრაინამ „აზოვსტალის“ 64 დაღუპული დამცველი დააბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, შეთანხმება მიღწეული იქნა მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისარი, ოლეგ კოტენკო. „ოპერაცია რეინტეგრაციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, უკრაინის უშიშროების სამსახურის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და უკრაინის სხვა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობით განხორციელდა. ახლა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნების პროცესი გრძელდება და მიმდინარეობს ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პირველი გაცვლის დროს შესაძლებელი გახდა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში დაღუპული 160 ადამიანის დაბრუნება. აქედან 52 დაღუპული აზოვის პოლკის მებრძოლია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)