06:29 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 13:18:51, 1868 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს საელჩო - რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების გამეორებით ისტორიას გადაწერენ

რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ,- ამის შესახებ აშშ-ს საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს თქმით, თუ რუსეთს დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატო-მ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - ებრაელმა ნაცისტებმა.

„რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ.

ფაქტები კი ასეთია:

1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატო-მ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - ებრაელმა ნაცისტებმა.

დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა“,- წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics