|
2022-06-14 11:52:31, 1564 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - ჩვენ ვმუშაობთ, რათა აღვკვეთოთ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინიდან მოიპარეს
ამერიკის შეერთებული შტატები სხვა სახელმწიფოებთან მუშაობს, რათა უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვა,- ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მისი დემოკრატიის დაცვაში. „ჩვენ ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან, რათა აღვკვეთოთ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინიდან მოიპარეს“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული სატვირთო გემი ლატაკიაში უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე მეორედ დააფიქსირეს, რომლის მეშვეობითაც დაახლოებით 30 000 ტონა მარცვლეულის გადატანა იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, მაისის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ოკუპირებულ რაიონებიდან რუსეთის ძალებმა 400 000 ტონაზე მეტი მარცვლეული მოიპარეს. ამჟამად, ერთი ტონა მარცვლეულის ღირებულება ბაზარზე დაახლოებით $400-ია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)