|
2022-06-13 18:10:02, 1491 ნახვა
პოლიტიკა
ჟოზვიაკი - როგორც ჩანს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს პირობებით მოლდოვა და უკრაინა მიიღებენ, საქართველო კითხვის ნიშნის ქვეშაა
ევროკომისიას დღეს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს წევრობის განაცხადზე საორიენტაციო დებატები ჰქონდა, გამოცხადდა პირველი შედეგები,- ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი რიკარდ ჟოზვიაკი Twitter-ზე ავრცელებს. მისი თქმით, ევროკომისიაში გაიმართა წინასწარი დებატები, სადაც განიხილეს სამი ქვეყნის: უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. „დღეს ევრიკომისიას ჰქონდა საორიენტაციო დებატები უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს წევრობის განაცხადზე. როგორც ჩანს, კანდიდატის სტატუსს პირობებით მიიღებენ მოლდოვა და უკრაინა, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშაა საქართველო. გადაწყვეტილება იქნება პარასკევს, წევრი სახელმწიფოები კი საბოლოო განაჩენს მომდევნო კვირაში გამოიტანენ“,- წერს ჟოზვიაკი. შეგახსენებთ, რომ 25 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ, ხოლო 28 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსთვის და უკრაინასთვისვროკავშირის წევრობის სტატუსი მიენიჭებინათ. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ოფიციალურად გადაეცა თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს გაუგზავნა. ამასთან 8 ივნისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას , რომელიც რეკომენდაციას უწევს ევროკავშირს, მიენიჭოს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისია ქვეყნების განაცხადებზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარასკევს, 17 ივნისს მიიღებს.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)