|
2022-06-13 17:46:59, 1392 ნახვა
მსოფლიო
მოკლულია თავის არეში გასროლით - ბუჩას მახლობლად კიდევ შვიდი სამოქალაქო პირის ცხედარი იპოვეს
კიევის რეგიონის ბუჩას მახლობლად სოფელ მიროცკოეში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის რაიონის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს. ნებიტოვის ცნობით, რუსეთის ჯარისკაცების პოზიციებზე შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მისივე თქმით, მსხვერპლთაგან ბევრს ხელები შეკრული, მუხლები კი დახვრეტილი ჰქონდა.ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავში სროლით მოკლეს. ექსპერტები გარდაცვლილის იდენტიფიცირებას ცდილობენ. „ეს არის რუსული არმიის კიდევ ერთი სადისტური დანაშაული კიევის რეგიონში! ყოველ წართმეულ სიცოცხლეზე, უკრაინელების ტკივილისა და ტანჯვისთვის, ჩვენი ქალაქებისა და დაბების განადგურებისთვის დამპყრობლებმა პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა ანდრეი ნებიტოვმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)