06:58 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 16:51:39, 1182 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი - კარგად მოუფიქრებიათ თავისი ორგანიზაციისთვის „სირცხვილია“, პირადად მე ამ ადამიანების გვერდზე გამოჩენის შემრცხვებოდა

კარგად მოუფიქრებიათ თავისი ორგანიზაციისთვის „სირცხვილია“, პირადად მე ამ ადამიანების გვერდზე გამოჩენის შემრცხვებოდა. - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით,  ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია.

"ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას მივესალმები, მაგრამ თუ თვალს გადაავლებთ, ვინ არიან აქციის ორგანიზატორები, სახელიც კარგად მოუფიქრებიათ თავისი ორგანიზაციისთვის - „სირცხვილია“. პირადად მე ამ ადამიანების გვერდზე გამოჩენის შემრცხვებოდა. „სირცხვილია“ თუ არა სირცხვილია, რა სახელიც არ უნდა მოიფიქრონ, ყველა შემთხვევაში არის კეზერაშვილის ან სააკაშვილის ხელიდან დაპურებული „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება. ამ ადამიანების აზროვნება მიმართულია ერთი რაღაცისკენ - ერთ ადამიანს ავნონ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე ადამიანს გუნდრუკი უკმიონ - ეს არის მიხეილ სააკაშვილი“. - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ რომ  ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics