|
2022-06-12 16:12:49, 1087 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - ლუგარის ცენტრის საქმიანობა ეჭვებს აჩენს, ლაბორატორიაში მწერებზე კვლევები ტარდება
ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს ამერიკის მიერ კონვენციის აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხში,- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. ზახაროვას თქმით, იგეგმება მექანიზმების ამოქმედება რომლებიც, სახელმწიფოებს შორის ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვას გულისხმობს. „რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს ამერიკის მიერ კონვენციის აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხში“, - განაცხადა ზახაროვამ. მისივე თქმით, ამ ლაბორატორიაში ტარდება კვლევები მწერების გამოყენებით, როგორც განსაკუთრებულად საშიშ ბიოლოგიურ აგენტებსა და ინფექციების გამავრცელებლებზე. "ამერიკის მხრიდან არაერთხელ გაკეთებული განმარტებები, რომ ამერიკა აგროვებს ბიომასალებს ამყარებს ჩვენ შეშფოთებას კონვენციის დაცვის მიმართ, რუსეთის საქმიანობა ამ სფეროში ატარებს მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს“ , - განაცხადა ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)