|
2022-06-12 14:04:32, 1226 ნახვა
მსოფლიო
რომში და ვენაში ათასობით ადამიანი ლგტბ+ პრაიდზე შეიკრიბა
ათასობით ადამიანი გამოვიდა რომის ქუჩებში შაბათს, რათა მონაწილეობა მიეღო პირველ "რომა პრაიდის" აღლუმში კოროვირუსული შეზღუდვების შემდეგ. ლგბტ აქტივისტები ფერადი მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან ვენეციის მოედნამდე მივიდნენ. აღლუმის ზოგიერთმა მონაწილემ გამოთქვა მოსაზრება, რომ იტალიაში სექსუალურ უმცირესობებს ჯერ არ მიუღიათ ყველა უფლება და მათ ჯერ კიდევ აქვთ საბრძოლველი. არანაკლებ ამბიციური გამოდგა პირველი პოსტ-COVID გეი-პრაიდი ვენაში. "ცისარტყელას აღლუმის" მონაწილეებმა მერიის მოედნიდან დაიწყეს და ავსტრიის დედაქალაქის შიდა ქალაქში რინგ-სტრიტის - რინგშტრასეს გასწვრივ მოიარეს. მონაწილეებს ამინდი გაუმართლა. აღლუმის ატმოსფერო სადღესასწაულო და გარკვეულწილად კარნავალსაც კი მოგაგონებდათ. 1969 წლის 2 ნოემბერს, ფილადელფიაში, ჰომოფილური ორგანიზაციების აღმოსავლეთ რეგიონულ კონფერენციაზე გადაწყდა, რომ 1970 წლის 28 ივნისს, ნიუ-იორკში ჩატარდებოდა სიამაყის მარში. ამ მასიური მსვლელობით ლგბტ+ ადამიანებმა აღნიშნეს სტოუნვოლის აჯანყების წლისთავი კრისტოფერის ქუჩაზე შეკრებითა და მსვლელობით.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)