07:59 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 20:28:03, 1313 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი პრეზიდენტს - სამარცხვინოა, კრიმინალებისა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება

სამარცხვინოა, კრიმინალებისა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება. - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, არის ფაქტების თავდაყირა დაყენება, ამიტომ, ჩამობრძანდეს პრეზიდენტი. მან უნდა ისაუბროს იმ საკითხებზე, რაზეც თვითონ დაიწყო საუბარი.

"ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, რომ ძალიან დამაზიანებელია და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როდესაც ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გვესმის ჩვენ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, მაშინ როდესაც ფაქტები მეტყველებს სხვა რამეს, რომ ქართულმა ოცნებამ მოიტანა ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების დღის წესრიგი. ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა ჩაიხედოს, ან ურჩიონ, რომ ჩაიხედოს ევროკავშირის ანგარიშში, რომ საქართველო არის ლიდერი იმ ტრიოს შორის, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციაში დაახლოება. რაც შეეხება შემდეგ განცხადებას, სამარცხვინოა ასევე, რომ თურმე კრიმინალი სააკაშვილი და სტრასბურგის მიერ არაერთხელ მხილებული სააკაშვილი, გვარამია უნდა ახსენო იმავე კონტექსტში, რა კონტექსტშიც უნდა ახსენო ბიძინა ივანიშვილი. სამარცხვინოა ერთ სიბრტყეში დაყენება კრიმინალების და იმ ადამიანის, რომელმაც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას კრიმინალებისგან თავი დააღწევინა. ეს არის ფაქტების თავდაყირა დაყენება, ამიტომ, ჩამობრძანდეს პრეზიდენტი. მან უნდა ისაუბროს იმ საკითხებზე, რაზეც თვითონ დაიწყო საუბარი". - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდნეტმა განაცხადა, სადაც ისაუბრა  არც სააკაშვილი, არც გვარამია და არც ივანიშვილი არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი მომავალი არ დავიცვათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics