08:01 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 19:12:29, 1171 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი - აბსურდია მედიის მთავარი ინკვიზიტორების პოზიტიურად მოხსენიება, ხოლო ივანიშვილის, რომელმაც გაათავისუფლა მედია, ნეგატიურში

ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი ერთგვარ შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა. ამაში ვერავინ ჩავერევით. - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა.

მისივე თქმით,აბსურდია მედიის მთავარი ინკვიზიტორების პოზიტიურად  მოხსენიება, ხოლო ივანიშვილის, რომელმაც გაათავისუფლა მედია, ნეგატიურში.

„ არ შეიძლება, მედიის მთავარი ინკვიზიტორების: მიხეილ სააკაშვილის, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ნიკა გვარამიას, რომელმაც პირდაპირ თქვა, „იმედი“ სარედაქციო პოლიტიკის გამო დავხურეთო და კეზერაშვილის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მაშინდელი რეჟიმის მთავარი დამფინანსებელი იყო, რომელიც მედიას დევნიდა - მათი დაცვის ჭრილში მოხსენიება და ბიძინა ივანიშვილის კი, რომელმაც მედია სივრცე მათგან გაათავისუფლა, ქვეყანაში დემოკრატიულ სისტემას დაუბრუნა შანსი და განავითარა, მისი ნეგატიურ ჭრილში მოხსენიება. ნამდვილად შეუძლებელი აბსურდია! თუმცა, ვინაიდან მოხდა და ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასე ჩაიწერა, ალბათ, პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ეს არ შეიძლება ბარიერად იქცეს კანდიდატის მინიჭების გზაზე.

ვფიქრობ, პრეზიდენტის ეს განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი ერთგვარ შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა. ამაში ვერავინ ჩავერევით. შესაძლოა, ამ განცხადებით რაღაც ამგვარი შესავალი გააკეთა. ერთი ახსნა, ეს შემიძლია ვთქვა. სხვაგვარ ახსნა მე ვერ ვუძებნი. თითქოს, მას სურს, მოხსნას ის ბარიერი, რომელიც სრულიად ხელოვნურად შეიქმნა ევროპარლამენტში ან ის განწყობა გააქარწყლოს. შესაძლოა, ეს იგულისხმა“, - განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ რომ გუშინ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics