|
2022-06-10 15:37:03, 1361 ნახვა
მსოფლიო
სანქციების პაკეტიდან ბოლო მომენტში გამორიცხეს - ლიეტუვის საგარეო რუსეთის პატრიარქ კირილზე
პატრიარქი კირილი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის მიხედვით, მასში უნდა მოხვედრილიყო თუმცა ის ბოლო მომენტში გამორიცხეს. პატრიარქმა შეზღუდვების თავიდან აცილება მოახერხა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგის თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური სანქციების სიიდან უკვე ფინალურ ეტაპზე, ლიდერების გადაწყვეტილების შემდეგ, დოკუმენტის გამოქვეყნებამდე ამოიღეს. „წარდგენილი იქნა აშკარა მტკიცებულებათა პაკეტი, რომელიც გამოყენებული იქნა სანქციების მეექვსე პაკეტის პროექტში პატრიარქ კირილისთვის. მტკიცებულებების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, იყო პოლიტიკური კონსენსუსიც. ვერ გეტყვით, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არსებობდეს საკანონმდებლო საფუძველი, რომ ჩვენ პრაქტიკულად გვქონდა პოლიტიკური კონსენსუსი, შესაბამისად, შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვცადოთ ეს”, - განაცხადა დიპლომატმა. შეგახსენებთ, რომ უნგრეთმა უკვე არაერთხელ დაბლოკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ბუდაპეშტმა ასევე მოუწოდა, რომ პატრიარქი კირილი შეზღუდვების სიაში არ შეეყვანათ, თითქოს ეს „რელიგიური თავისუფლების საფრთხეს“ გამოიწვევდა. ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის, ჯოსეფ ბორელის თქმით, პუტინის ომის მხარდაჭერაზე პასუხისმგებელი პატრიარქი კირილი უნდა იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)