08:23 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 10:12:32, 1146 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - ბიძინა ივანიშვილი ზეწოლას შეეგუა, მისი სიმშვიდე ჩვენზეც გადმოდის

ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში - ასე შეაფასა  ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა TV იმედის ეთერში, ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის საბქციების დაწესებაზეა საუბარი. 

ადვოკატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის მიდგომა საქმისადმი არის მაქსიმალურად მშვიდი, აკადემიური და ის "ზეწოლას შეეგუა".

"ეს სიმშვიდე ჩვენზეც გადმოდის, რომ აკადემიურად, დინჯად და არგუმენტირებულად მივუდგეთ საქმეს. მეჩვენება, რომ ვინც ამ ზეწოლის ავტორი, ინიციატორი, განმახორციელებელი ან ორგანიზატორია,ჩემი აზრით  მან შეცდომა დაუშვა ბატონი ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ბატონი ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს, შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. ჩვენ ვფიქრიბთ, რომ  მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ სამართლიანობის მოშველიებით ჩვენ აუცილებლად ბოლოში გავალთ და გვაქვს საქმეზე პროგრესი ისეთი, რომელიც მოყვარეს გულს გაუკეთებს და მოშურეს მოუწევს გაწბილება იმ შედეგით, რომლის მოლოდინშიც ვართ არცთუ შორეულ პერსპექტივაში" - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

 შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ქართული ოცნების დამფუძნებელისათვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზეა საუბარი.  

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics