16:27 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 11:40:52, 1728 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერის ინიციატივით, მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

შუახევის მერის, ომარ ტაკიძის ინიციატივით, მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. 

კონკურსის წესით შერჩეული 22  წევრი,  მერის უფლებამოსილების ვადამდე განახორციელებს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და დაგეგმვას.

საბჭოს წევრებს,  დღეს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან ერთად  შეხვდა. სათათბირო ორგანოს მუშაობის სტრუქტურა, მიზნები გააცნო და წარმატებული თანამშრომლობა უსურვა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე  აირჩიეს. დღეიდან, მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს დიანა ქამადაძე უხელმძღვანელებს.

ახალგაზრდული საბჭოს შექმნის მიზანია, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ახალგაზრდების ინტერესები და საჭიროებები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics