09:13 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 00:54:20, 1201 ნახვა

პოლიტიკა
კუბიულიუსი - მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მსხვერპლია

"მედიის თავისუფლების მდგომარეობას საქართველოში, ეს პრობლემა მრავალ წუხილს იწვევს, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ჩვენი ოჯახის ნაწილი" - ამის შესახებ, ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრმა და ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

"დღეს ჩვენ განვიხილავთ მედიის თავისუფლების მდგომარეობას საქართველოში, ეს პრობლემა მრავალ წუხილს იწვევს, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ჩვენი ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვსურს საქართველო იყოს ალიანსის წევრი, მაგრამ ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ხალხის სურვილი, საჭიროა, ქვეყანამ დააკმაყოფილოს მოთხოვნები - დემოკრატია, მედია თავისუფლება, კანონის უზენაესობა. რაც, პირველ რიგში, მმართველი პარტიის მოქმედებებით განისაზღვრება. სწორედ ამ ნაწილში იწყება ჩვენი წუხილი. მედია თავისუფლება ხდება საქართველოს მთავრობის მოქმედი და ჩრდილოვანი ლიდერების პოლიტიკის მსხვერპლი, რომლებიც საქართველოში სამართლის პოლიტიზირებას ცდილობენ. რაც სრულიად მიუღებელია - ეს არის, რასაც რეზოლუცია ამბობს ძალიან ნათლად. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოსტკომუნისტური სახელმწიფოები მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან: 1999 წელს სლოვაკეთი მოლაპარაკებებზე არ იყო, რადგან მაშინდელი პოპულისტი პრემიერმინისტრი, ვლადიმირ მეჩიარი მედია თავისუფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებებს ანადგურებდა. სლოვაკელმა ხალხმა გადაირჩია ეს მთავრობა. მე ვურჩევდი საქართველოს ხელისუფლებას არ გაიმეორეს ვლადიმერ მეჩიარის შეცდომა." - განაცხადა კუბილიუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics