|
2022-06-08 17:42:18, 1024 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - ძმები ბერძენიშვილები და რესპუბლიკური პარტია კლასიკური პარაზიტი ტიპის პარტიაა, რომელსაც არასდროს აქვს შანსი რამეს მიაღწიოს
სოზარ სუბარი - ძმები ბერძენიშვილები და რესპუბლიკური პარტია კლასიკური პარაზიტი ტიპის პარტიაა, რომელსაც არასდროს აქვს შანსი რამეს მიაღწიოს, მუდმივად ეძებს, ვის მიეკრას და მიყიდოს თავი, რომ პირველივე შემთხვევაში უღალატოს
როგორც სუბარმა აღნიშნა, ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ლექციაში კარგად გამოთქვა თავისი კრედო - თუ გინდა ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენო, უნდა შეუგინო ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია და ამას აკეთებენ ისინი ყოველ ჯერზე. აგინებენ ქართველ ხალხს, მის ეკლესიას, სიწმინდეებს, წმინდანებს, მეფეს, პატრიარქს, ყველას, რაც ხალხისთვის შეიძლება იყოს ძვირფასი. „ძმები ბერძენიშვილები და რესპუბლიკური პარტია მთლიანად არის კლასიკური პარაზიტი მიმიკრია ტიპის პარტია, რომელსაც არასდროს აქვს შანსი რამეს მიაღწიოს, მუდმივად ეძებს, ვის მიეკრას, ვის მიყიდოს თავის თავი, რომ პირველივე შემთხვევაში უღალატოს. იყვნენ შევარდნაძესთან, იყვნენ სააკაშვილთან, უღალატეს სააკაშვილს, იყვნენ ოცნებასთან, უღალატეს ოცნებას, გადავიდნენ ისევ სააკაშვილთან, მანამდე სცადეს ხელისუფლებაში მოსულიყვნენ ეროვნულ-დემოკრატებთან ერთად, სახალხო ფრონტთან ერთად. იმდენი სხვადასხვა მიმართულების პარტია გამოიცვალეს, რომ როგორმე თავისი ერთი ხმა ყოფილიყო პარლამენტში. მუდამ ცდილობენ იტივტივონ წყლის ზედაპირზე, არ ჩაიძირონ და არიან ასე, ვერც ვერაფერს აღწევენ ვერასდროს და მუდამ სხვასთან პარაზიტობის ხარჯზე ცდილობენ რამენაირად გავიდნენ ფონს, იმიტომ, რომ საკუთარი ამომრჩეველი არ ჰყავთ. ფონს გასვლა საბოლოო ჯამში გამოხატულია იმაში, რომ ერთი, ორი, უკეთეს შემთხვევაში ოთხი ან ხუთი კაცი შეჰყავთ პარლამენტში და თავის ვნებებს იკმაყოფილებენ. ხალხი ხმას არ აძლევს და არც არასდროს მისცემს. ლევან ბერძენიშვილმა კარგად გამოთქვა ერთ-ერთ ლექციაში თავისი სათქმელი და კრედო - თუ გინდა ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენო, უნდა შეუგინო ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია და ამას აკეთებენ ისინი ყოველ ჯერზე. აგინებენ ქართველ ხალხს, აგინებენ მის ეკლესიას, მის სიწმინდეებს, მის წმინდანებს, მეფეს, პატრიარქს, ყველას, რაც ხალხისთვის შეიძლება იყოს სიწმინდე და ძვირფასი. აქედან ჩანს ყველაზე კარგად მათი ბუნება, რაც ყველაზე კარგად ისევ ლევან ბერძენიშვილმა დაახასიათა, გავიმეორებ - თუ გინდა ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენო, უნდა შეუგინო ის, რაც ამ ხალხისთვის არის ყველაზე წმინდა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)