2022-06-08 12:57:49, 1005 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციას - ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ
ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ, - ასე მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოს სხდომაზე შეკრებილ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
"ახლა რაც შეეხება ზოგადად, წეღან როგორც მითხარით რესტორანში დადიოდაო, თქვე ჭორიკნები თქვენ, აბა მითხარით, ჭორიკნებო, ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ",- განაცხადა რიჟვაძემ.
ამას მოჰყვა პასუხი ოპოზიციის მხრიდანაც, რომლებმაც თორნიკე რიჟვაძეს ურჩიეს "ექსპერტებს ელაპარაკოს და გაიგოს ომი ვინ დაიწყო"
"შე უზრდელო ბავშვო წესიერად ილაპარაკე - უზრდელი ხარ ვიღაც ხარ. სირცხვილია შენ ხელში რო აჭარის მთავრობაა, წადი ექსპერტებს ელაპარაკე ომი ვინ დაიწყო" - უპასუხა ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენლებმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,