|
2022-06-07 22:23:39, 751 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ჩვენი მხრიდან ევროკავშირთან დაახლოების ნაბიჯები სრულად არის გადადგმული, ჯერი ევროკავშირზეა
დღევანდელი მოცემულობით, ყველა ასპექტით და პარამეტრით, რომელიც ევროკავშირისგან არის გათვალისწინებული, საქართველო სამ ქვეყანას შორის იკავებს პირველ ადგილს. ვფიქრობ, სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების კონტექსტში, საქართველო, რომელიც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მიიღებს ამ სტატუსს - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ომისა და ღალატის პარტიას მხარს უბამენ გარკვეული ლობისტები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებიდან, ევროპარლამენტიდან. „ჩემი აზრით, და ამას იზიარებს ძალიან ბევრი, ევროკავშირმა უნდა მიიღოს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, უნდა განსაზღვროს მისი მონაწილეობა და არეალი იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, თუ რამდენად შესაძლებელია ინტერესთა ამ ჭიდილში გაიმარჯვოს ევროკავშირმა. აქ არის სწორედ ქართველი ხალხის საუკუნოვანი გზა ევროპის ოჯახისკენ, რომელიც აუცილებლად წარმატებით უნდა დასრულდეს, თუკი ამის გააზრების და გაანალიზების მაღალ თამასას წარმოადგენს და გვაჩვენებს ევროკავშირი გადაწყვეტილების მიღების დროს. არსებობენ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები არა მხოლოდ საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაშიც. თუმცა ევროკავშირში ზოგადი განწყობა სამივე ქვეყნის მიმართ უნდა იყოს დადებითი და პოზიტიური. ვფიქრობთ, რომ ეს ასეც იქნება. ნაციონალურ მოძრაობას არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნია. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა თავის ისტორიულ მისიაში, ევროპულ ოჯახში სრულფასოვნად გაწევრიანდეს“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. მისივე თქმით, ევროკავშირი არ არის ერთი და ორი დეპუტატი, რომელიც აშკარად ლობირებს ომისა და ღალატის პარტიას და მათ პოზიციებს იცავს. „ევროკავშირი არის მრავალი ქვეყნისგან შემდგარი დიდ პოლიტიკური გაერთიანება, ქართული დიპლომატია ფართო სპექტრით არის გაშლილი ევროკავშირში. გაგახსენებთ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ვიზიტებს სხვადასხვა ფორუმებზე, პარლამენტის და ევრიონტეგრაციის კომიტეტების ვიზიტებს. ჩვენ გვჯერა, რომ ქართული სახელმწიფოს საუკუნოვანი სწრაფვა ევროკავშირისკენ, რომელიც 2012 წლიდან დღემდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაასმაგებულია, წარმატებით დასრულდება და ევროკავშირი მიიღებს სწორ, რაციონალურ, გეოპოლიტიკურად გამართლებულ გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს მისი არეალის გაფართოებას სადაც აუცილებლად უნდა მოიაზრებოდეს საქართველო. რეფორმების და ვალდებულებების შესრულების კუთხით ევროკავშირის მიმართ საქართველო წინ უსწრებს ორივე ქვეყანას, რაც ჩვენ გვაძლევს იმის მოლოდინს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად სივრცე დარჩენილია. ჩვენი მხრიდან 2022 წლის მოცემულობით ევროკავშირთან დაახლოების ნაბიჯები სრულად არის გადადგმული, რასაც ითვალისწინებდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმებები და ხელშეკრულებები. ახლა ჯერი ევროკავშირზეა“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)