2022-06-07 18:05:12, 1155 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - ჩვენი ტერიტორის სრული დეოკუპაციის გარდა, სხვა გზას არ განვიხილავთ
ჩვენ ტერიტორიის სრულად დეოკუპაცია უნდა შევძლოთ, ალტერნატივებს არ განვიხილავთ. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინელები ამისთვის ბრძოლომდე იბრძოლებენ.
"ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ იმისთვის, რომ უბრალოდ დავთმოთ ჩვენი ტერიტორია. ჩვენ ჩვენი ტერიტორიის სრულად დეოკუპაცია უნდა შევძლოთ". - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,