|
2022-06-07 14:16:26, 962 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი: ბატონმა ივანიშვილმა ახალი მესიჯბოქსი შემოგვთავაზა - თურმე, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელს მარტო „ნაცმოძრაობა“ გვიშლის
ბატონმა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის მეშვეობით, ახალი მესიჯბოქსი შემოგვთავაზა საზოგადოებას: თურმე, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობა შევასრულეთ და ხელს მარტო ნაციონალური მოძრაობა გვიშლის. გამოდის, ნაციონალურ მოძრაობას იმხელა გავლენა აქვს ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაზე, რომ შეუძლია ჩვენი წევრობა დაბლოკოს, ან პროცესი დადებითად გადაწყვიტოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს, ხალხი ვირტუალურ სივრცეში აცხოვროს, რადგან ისინი უტვინო ბრბო ჰგონია და ყოველი ასეთი განცხადებით შეურაცხყოფას აყენებს მათ. "ამ ლოგიკით, რაში გვჭირდება „ოცნება“, თუ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია ევროკავშირის წევრი გაგვხადოს, თანაც ავტომატურად, ერთი ზარით?! ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, ცუდად ხართ მომზადებულებიო და ევროკავშირის წევრობის გზაზე ნაკისრ დემოკრატიულ რეფორმებს არ ატარებთო. ივანიშვილი კი პასუხობს, რომ ყველა პირობა შესრულებული აქვს. აქედან დასკვნა - არც აპირებენ არაფრის შესრულებას და თავს ხან მოლდოვას, ხან უკრაინას და ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის წარსულს ადარებენ. ჩვენ კი, საზოგადოება მათ ყოფილ სოციალისტურ და ახლა უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვადარებთ - ესტონეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს. შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის არასახარბიელოა. ეკონომიკასთან დაკავშირებით: ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ უპრეცედენტო ზრდა გვაქვს. 2012 წლიდან, 2,6 %-დან 4,5 %-მდე გვქონდა ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია იყო 3 % -ის ფარგლებში და ეს იმას ნიშნავს, რომ ნულთან ახლოს ვიყავით. ეს ზრდაც არ გვექნებოდა, რომ არა ემიგრანტების მიერ ყოველწლიურად გადმორიცხული 2,5 მლრდ დოლარი და საგარეო სესხებით უზრუნველყოფილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მსოფლიო ბანკი თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს გაიზრდება 2,5 %-ით , ინფლაცია 8 %-ზე მეტია, ე.ი. გავდივართ მინუს 5 %-ში. აი, ეს არის რეალური სურათი. ახლა ხომ გასაგებია, რატომ დაიწყო „ოცნებამ“ ერეკლე მეფეზე საუბარი?! ისიც ხომ გასაგებია, რატომ დაიწყეს 2020-ში კარტოგრაფების საქმე?! „ოცნებას“ სურს, ხალხი ვირტუალურ სივრცეში აცხოვროს! ნათელია, რომ „ოცნებას“ ხალხი მართლა უტვინო ბრბო ჰგონია და ყოველი ასეთი განცხადებით შეურაცხყოფას გვაყენებს. არ სურს, გამოსვლა პესიმისტურ ნოტაზე დავასრულო - ნებისმიერ დაღმასვლას აღმასვლა მოჰყვება, ეს დიალექტიკის კანონია. ის ისეთივე ზუსტია, როგორც ნებისმიერი ფიზიკა-მათემატიკური კანონი. ასე რომ, მალე დავემშვიდობებით „ოცნებას“ და როგორ?! - ამას შემდეგ გამოსვლაში გიამბობთ",- განაცხადა ოქრიაშვილმა.
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)