|
2022-06-07 12:31:19, 1392 ნახვა
მსოფლიო
სერბეთის პრეზიდენტი - რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ემბარგო წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაგვიჯდება
ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობის იმპორტზე დაწესებული ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება,- განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა. ვუჩიჩმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ სერბეთის მეზობლმა ქვეყნებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს და ბელგრადში ჩასვლის შესაძლებლობა არ მისცეს, რის გამოც ლავროვმა ვიზიტი გააუქმა. მისი თქმით, სერბეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს, თუმცა, ამავდროულად, "რუსეთი სერბეთის ტრადიციული მეგობარია". "რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებით, მათ ჩვენი ჯიბიდან 600 მილიონი დოლარი გააქრეს . 600 მილიონი დოლარი - უშუალოდ სერბეთის მოქალაქეების ჯიბიდან, წლიურად. სერბმა ხალხმა ეს უნდა იცოდეს. ერაყიდან იმპორტირებული ნავთობი,31 დოლარით უფრო ძვირი ჯდება. მათ ჩვენგან 600 მილიონი აიღეს, ჩვენ კი გაზისთვის დამატებითი თანხის ინვესტირებაც გვიწევს". - განაცხადა ვუჩიჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)