10:09 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 12:30:36, 588 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოიცავს

ევროპის სახალხო პარტიის [EPP] რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა 9 ივნისს უნდა განიხილოს, ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს. ამის შესახებ ინფომაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

მათივე ცნობით, EPP-ს პროექტში ნახსენებია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება 2016 წლის 1 ივლისს, და საქართველოს მიერ 2022 წლის 3 მარტს გაკეთებული განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, და შემდეგ ჩამოთვლილია მედიის თავისუფლებასთან მიმართებით საქართველოში განვითარებული პროცესები, მათ შორის ათობით ჟურნალისტზე თავდასხმა 2021 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება 2022 წლის 16 მაისს, საერთაშორისო ანგარიშები, რომლებიც სისტემატურად საუბრობენ საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებაზე, ის, რომ მსოფლიოს პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ მე-60-დან გადაინაცვლა 89-ე ადგილზე, და სხვა გარემოებები.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებასთან მიმართებით. რეზოლუციის პროექტში ასევე არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სრულფასოვანი გამოძიების ჩასატარებლად.

რეზოლუციის მეხუთე პუნქტი, პროექტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლება ნახა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს „განიხილონ ის, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის დემოკრატიული სისტემისთვის ძირის გამოთხრისთვის, ისევე, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც ენთუზიაზმით იყენებენ შერჩევით სამართალს და ჩრდილს აყენებენ კანონის დასაცავად დადებულ ფიცს, უნდა დაექვემდებარონ მიზანმიმართულ პიროვნულ სანქციებს“.

რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს ციხიდან ჰუმანიტარული საფუძვლებით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საიმისოდ, რომ მან საზღვარგარეთ ჯეროვანი მკურნალობა შესძლოს. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში ღრმა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დაგმობილია ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან პიროვნული თავდასხმები ევროპის პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოსთან თანამშრომლობაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics