|
2022-06-07 10:49:36, 1525 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელი რუსეთის ელჩს - დარბაზის დატოვება სიმართლის მოსმენაზე უფრო მარტივია
რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, მას შემდეგ დატოვა, რაც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოსკოვი გლობალური სასურსათო კრიზისის გაღვივებაში დაადანაშაულა. მიშელმა ასევე დაადანაშაულა რუსული ჯარები ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში. კონკრეტულად მოიხსენია ცნობები სექსუალური ძალადობის შესახებ და უკრაინაში არსებულ ვითარებას, "წამების, ტერორისა და რეპრესიების ტაქტიკა" უწოდა. ნებენიზიამ „კატეგორიულად უარყო“ რუსი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ნებისმიერი ბრალდება და დაგმო ის, რაც მან თქვა, რომ „ტყუილი იყო“. „მე ვერ დავრჩებოდი იმის გამო, რომ შარლ მიშელი აქ მოვიდა ტყუილების გასავრცელებლად“.- განუცხადა ელჩმა Reuters-ს „შეიძლება დატოვო ოთახი, რადგან უფრო ადვილია არ მოუსმინო სიმართლეს“,- ასე შეაფასა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა რუსეთის ელჩის ქმედება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)