|
2022-06-07 00:59:51, 1641 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონმა პარლამენტში უნდობლობა დაძლია იგი თანამდებობაზე რჩება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტში უნდობლობა დაძლია. ჯონსონს მხარი 211-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო უნდობლობა 148-მა გამოუცხადა. ბორის ჯონსონის უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრა 54-მა დეპუტატმა მოითხოვა. საკითხი დღის წესრიგში partygate-ის სკანდალის შემდეგ დადგა. ომელიც პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევით მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების გამართვას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეს მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს. ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი სამ ღონისძიებას დაესწრო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბორის ჯონსონის დასწრების შესახებ ინფორმაცია იანვარში გავრცელდა. პრემიერმინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა გააგრძელა. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)